Monday, May 27, 2019

კვლევის შინაარსი


თავი I
საკვლევი საკითხის მიმოხილვა
1.1  საკვლევი საკითხი----------------------------------------------------------------------3
1.2  საკვლევი თემის განსაზღვრა და მისი აქტუალობის დასაბუთება--------------- 3
1.3  კვლევის მიზანი------------------------------------------------------------------------  5
1.4  სამიზნე ჯგუფი------------------------------------------------------------------------- 5
1.5  საკვლევი კითხვები--------------------------------------------------------------------  5
1.6  მოსალოდნელი შედეგები ------------------------------------------------------------  6
1.7  ამოცანების განსახორციელებელი მოქმედების სტრატეგიების შემუშავება----  6
1.8  სამოქმედო გეგმა------------------------------------------------------------------------ 6
1.9  ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით დამრიგებლს ვალდებულება---------  7

თავი II
       ლიტერატურის მიმოხილვა
2.1 რას ნიშნავს სასკოლო ჩართულობა?-----------------------------------------------------------8
2.2 რატომ არის მნიშვნელოვანი მშობელთა ჩართულობა?-----------------------------------8
2.3 მშობელთა ჩართულობა სასკოლო ასაკის მოსწავლეების განვითარების პროცესში- 9
2.4 მშობლების ჩართულობა სასკოლო დავალებების მომზადებისას---------------------9
2.5 ოჯახურად სწავლების ეფექტები---------------------------------------------------------10
2.6  მშობელთაჩართულობისმხრივარსებულიმდგომარეობასაქართველოში----------11
2.7 რა არისმშობელთაწარმატებულიჩართულობა?-------------------------------------------------11
2.8 რაარისმშობელთაწარმატებულიჩართულობისბარიერი?------------------------------------11

თავი III
მეთოდოლოგია
3.1 კვლევის პროცესის დოკუმენტირება-კვლევის ინსტრუმენტები, ინტერვენციები--12
3.2 მონაცემთა შეგროვება-----------------------------------------------------------------------13
3.3 შერჩევის ინსტრუმენტები და სტრატეგია------------------------------------------------15
                                 
3.4 დაკვირვება-----------------------------------------------------------------------------------17
თავი IV
ანალიზი
4.1გამოკითხვის შედეგების ანალიზი---------------------------------------------------------17
თავი V
     ინტერვენციის აღწერა და მისი შედეგები
 5.1 ინტერვენციის აღწერა-----------------------------------------------------------------------18
5.2 ინტერვენციის შედეგები---------------------------------------------------------------------21
თავი VI
მიგნებები, რეკომენდაციები და კვლევის ნაკლოვანებები
6.1 მიგნებები---------------------------------------------------------------------------------------21
6.2 რეკომენდაციები-------------------------------------------------------------------------------22
6.3 კრიტიკა---------------------------------------------------------------------------------22
დასკვნა------------------------------------------------------------------------23
რეფლექსია--------------------------------------------------------------------24
გამოყენებული ლიტერატურა----------------------------------------------25
დანართები--------------------------------------------------------------------25

თავი I
1.1საკვლევი საკითხი: დაწყებით კლასებში მშობელთა ჩართულობასთან დაკავშირებული პრობლემები და მათი დაძლევის გზები.
1.2 საკვლევი თემის განსაზღვრა და მისი აქტუალობის დასაბუთება: განათლების  ქვაკუთხედს მოსწავლე წარმოადგენს, რომლის გარშემოც სამი მთავარი რგოლი–სკოლა, ოჯახი და საზოგადოება ქმნის ნიადაგს მისი მომავალი, წარმატებული ცხოვრებისათვის.
                 სკოლას უპირობო საგანმანათლებლო ფუნქცია გააჩნია, სადაც ცოდნის მიღებასთან ერთად ნაბიჯ–ნაბიჯ ემზადება აღსაზრდელი ცხოვრების სიძნელეებთან შესაბრძოლებლად.
                  საზოგადოება  განსაზღვრავს, თუ როგორ მიიღებს პიროვნებას და რა ადგილს დაუმკიდრებს  თავის რიგებში. ოჯახი კი  აგვარებს ბავშვის სოციალურ–ეკონომიურ პრობლემებს და ზრუნავს მისთვის განათლების მიცემაზე.
                  თანამედროვე ცხოვრებაში მიმდინარე პროცესებმა რატომღაც დააშორა ეს სამი რგოლი ერთმანეთს და შედეგიც სამწუხაროდ, სავალალო მოგვცა. მშობელთა უმრავლესობა ან საზღვარგარეთაა საშოვარზე გადაგებული, ან  ლუკმაპურის საშოვნელად გასული დაღამებამდე სახლში ვერ შემოდის. დაღლილ-დაქანცულს შილისთვის არ სცალია, ვერ იზიარებს მის ინტერესებს, დარღვეულია კომუნიკაცია, მატულობს აგრესია. თუ სკოლაში მოახერხა მშობელთა კრებაზე მისვლა, პედაგოგთა მხრიდან უარყოფით შეფასებას ისმენს და სურვილი არ უჩნდება, ხელმეორედ იგივე სიტუაციაში აღმოჩნდეს. განათლების სამინისტრომ პრიორიტეტად მშობლებთან თანამშრომლობის გაძლიერება დაისახა. 
მათი განმარტებით, „მშობლებთან დაკავშირებით დაგეგმილი ყველასიახლე ერთ მიზანს ემსახურება - სკოლამ ოჯახთან ერთად აღზარდოს ჯანმრთელი, განათლებული და ღირსეული მოქალაქე“. "წარმატებული სასწავლო პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი – მშობელსა და სკოლას შორის დამყარებული კეთილგანწყობაა. გამოკვლევების თანახმად, რაც  უფრო  მეტადაა  ჩართული მშობელი შვილის სწავლებისა და განათლების მიღების პროცესში, ესაუბრება მას განათლების მიღების მნიშვნელობაზე, საჭიროების შემთხვევაში, ეხმარება  სწავლების პროცესში შექმნილი პრობლემების გადალახვაში, მით უფრო მკვეთრად იზრდება  მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება სკოლაში. იზრდება მოსწავლის მოტივაცია, ბავშვს მეტად უყალიბდება სკოლისადმი პოზიტიური დამოკიდებულება, იზრდება სასკოლო გეგმაში დასახული მიზნების შესრულების ხარისხი, სკოლისა და მასწავლებლის ავტორიტეტი,"- წყაროhttp://news.ge/ge/news/story/40321-mshobelta-saskolo-tskhovrebashi-chartulobis-temaze-shekhvedrebi-daitsy.  სკოლასა და მშობელს შორის ურთიერთობისას, განსაკუთრებით თვალშისაცემია ელემენტარული გაუთვითცნობიერებლობა, უმეტესად იმ მშობლებს შორის, ვისაც პირველად უხდება კონტაქტი სკოლასთან. რადგანაც ხშირად მომისმენია მათგან შემდეგი ფრაზები:  „არ ვიცოდი, როგორ მომემზადებინა სკოლისათვის“, „ჩავთვალე, რომ  ამას ჩემზე უკეთ პედაგოგი გააკეთებს“. მყავს მოსწავლე, რომელიც ვერ აკონტროლებდა საკუთარ ქცევებს, ხმამაღლა გადაიკისკისებდა შუა გაკვეთილზე, უცებ, რომ არ ელოდებოდა ამხანაგი, იატაკზე გადაუყრიდა  ნივთებს, ხელიდან გამოგლეჯდა ვინმეს ფანქარს ან კალამს და შუაზე გადაუმტვრევდა. ეს პროცესები რა თქმა უნდა პროტესტს იწვევდა მშობლებში და იქმნებოდა გარკვეული წინააღმდეგობები. ასევე ჩვენთან ჩაირიცხა მოსწავლე, რომელიც მგლის ხახით დაიბადა, გვიან გაუკეთდა ოპერაცია და ვერ ახერხებს საუბარს. ხშირად ნახმარ ქაღალდის ცხვირსახოცებს ირგვლივ ყრიდა, ვერ იკავებდა გულისრევას და მერხს აბინძურებდა, ამიტომაც არავის უნდოდა მის გვერდით დაჯდომა. მშობლებიც ამართლებდნენ ამ სიტუაციაში თავიანთ შვილებს. იქმნებოდა უმართავი კონფლიქტური სიტუაციების საშიშროება. აქედან გამომდინარე ჩამოვაყალიბე კვლევის მთავარი კითხვა: რამდენად ეფექტურია მშობელთა ჩართვა სასკოლო ცხოვრებაში, ურთიერთობების დარეგულირების  მიზნით?  სწორედ ამან განაპირობა კვლვა, რომელიც ჩავატარე 2017-2018 სასწავლო წელს სსიპ გოგიტა კიკნაძის სახელობის ქალაქ თბილისის N182 საჯარო სკოლის პირველ კლასში.
1.3 კვლევის მიზანი: მშობელთა სასკოლო ცნობიერების დონის ამაღლება. ინტერვენციების დაგეგმვა, მისი გადაჭრის გზების ძიება, სამომავლო აქტივობების დაგეგმვა.
1.4 სამიზნე ჯგუფი:I/3 კლასის  26  მოსწავლე  და ყველა მშობელი;
კლასის მშობელთა შორის არიან ისეთები, რომელთაც სკოლასთან ურთიერთობის გარკვეული გამოცდილება გააჩნიათ, რადგან უფროსი შვილები უკვე კარგა ხანია მოსწავლეები არიან, მაგრამ მათი ეს ურთიერთობა მხოლოდ მშობელთა კრებაზე დასწრებით და ექსკურსიაზე წასვლით შემოიფარგლება.  სამიზნე ჯგუფში მოხვდნენ ისეთი მშობლებიც, რომელთა პირველი ბავშვი წელს გახდა სკოლის მოსწავლე. ამიტომაც ხშირად გამოცდილი მშობლები კონსულტანტების როლში გამოდიან და პედაგოგს ყოველ წვრილმანზე კომენტარების კეთება არ უწევს. მაგრამ ხშირად ერთმანეთთან არასწორი ნიფორმაციები ვრცელდება, რაც გარკვეულ გაუგებრობებს იწვევს.
1.5 საკვლევი კითხვები:
·         რამდენად არიან მშობლები ჩართულნი შვილების სასკოლო ცხოვრებაში და მათ მიღწევებში?
·         როგორ იღებენ  ბავშვის წარმატებასა თუ წარუმატებლობას?
·         როგორ თანამშრომლობენ სხვა მშობლებთან?
·         რა ადამიანური რესურსია მათში თავმოყრილი, რასაც სსიპ გოგიტა კიკნაძის N182 საჯარო სკოლა გამოიყენებს სამომავლო ღონისძიებების დაგეგმვისათვის?
·         როგორ ეხმაურებიანიისნი სკოლაში მიმდინარე პროცესებს?
·         რა სარგებლობას მოუტანს აღნიშნული კვლევა ჩემს სკოლას, კოლეგებს და ჩემს კლასს?
·         რა მეთოდები და აქტივობები დამჭირდება აღნიშნული კვლევის განახორციელებლად?


1.6 მოსალოდნელი შედეგები:
·          გაიზრდება მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება;
·         მშობელი მეტ ყურადღებას დაუთმობს ბავშვის სოციალური, ემოციური და ინტელექტუალური განვითარების საჭიროებებს;
·         მშობელი  შეძლებს უფრო სრულყოფილად ფლობდეს ინფორმაცის ბავშვის მდგომარეობის შესახებ და დროულად მიიღებს ზომებს მისი პრობლემების გადასაჭრელად.
·         ობელთა შორის თანამშრომლობითი უნარების განვითარება კლასი ჯანსაღ გარემოს შექმნის.
·         გაიზრდება სკოლის იმიჯი საზოგადოებაში.

1.7 ამოცანების განსახორციელებელი მოქმედების სტრატეგიების შემუშავება; შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა  და      მისი  პრაქტიკაში  გამოყენება
1.            კვლევის დღიურის წარმოება;
2.            ფოკუს ჯგუფის შექმნა;
3.            მშობელთა სასკოლო ცნობიერების ასამაღლებელ აქტივობებში მონაწილეობა;
4.            ინტერვიუ ბავშვებთან და გამოკითხვა მშობლებთან;
5.            შედეგების ანალიზის ცხრილითა და დიაგრამებით წარმოდგენა;
6.            მონაცემთა ანალიზი;
7.            პრობლემის იდენტიფიცირება;
8.            შედეგების გაცნობა კოლეგებისათვის;
9.            რეკომენდაციების შემუშავება;
10.        პრობლემის გადაჭრის გზების დადგენა.

1.8 სამოქმედო გეგმა
კვლევის ფარგლებში
გათვალისწინებული
აქტივობები
პასუხისმგებელი პირი
ვადები


ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
კვლევის დღიურის
 წარმოება
ნ.ჯინჭარაძე
ü   







ფოკუს ჯგუფის შექმნა
ნ.ჯინჭარაძე
ü   







სასკოლო
ცნობიერების
ასამაღლებელ
აქტივობებში
მონაწილეობა

ნ.ჯინჭარაძე
ü   
ü   
ü   
ü   
ü   
ü   
ü   
ü   
ინტერვიუ ბავშვებთან და
 გამოკითხვა
მშობლებთან;

ნ.ჯინჭარაძე

ü   






შედეგების
 ანალიზი -პრობლემის
 გამოკვეთა
ნ.ჯინჭარაძე


ü   





კვლევის შედეგების
 გაცნობა
კოლეგებისათვის
ნ.ჯინჭარაძე







ü   
რეკომენდაციების
  შემუშავება
ნ.ჯინჭარაძე







ü   
გადაჭრის
გზების დადგენა
ნ.ჯინჭარაძე







ü   



1.9 ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით დამრიგებელი ვალდებულია:
Ø  გააცნოს მოსწავლესა და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს (შემდგომში მშობელი) მათი უფლებები და მოვალეობები (სკოლის შინაგანაწესი, მოსწავლის ეთიკის კოდექსი, სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისი საკითხები და სხვ.);
Ø  დაეხმაროს მოსწავლ აკადემიური თუ სასკოლო გარემოში წამოჭრილი სხვადასხვა პრობლმის გადაჭრაში;
Ø  იყოს შუამავალი მოსწავლს, მშობლსა და მასწავლებეს შორის პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში;
Ø  რეგულარულად მიაწოდოს მშობელს ინფორმაცია მოსწავლის აკადემიური მიღწევის, დისციპლინის, პიროვნული პრობლემებისა თუ წარმატებების შესახებ. დაუშვებელია ერთი მოსწავლის დისციპლინისა და აკადემიური მიღწევის შესახებ  სხვისი თანდასწრებით  საუბარი;
Ø  საჭიროების შემთხვევაში, შეხვდეს დაინტერესებულ მშობელს და მიაწოდოს მას მოსწავლესთან და სკოლაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ინფორმაცია;
Ø  გაიგოს მოსწავლის მიერ სკოლის გაცდენის მიზეზი.
დამრიგებელი ვერ შეასრულებს აღნიშნულ ვალდებეულებებს თუ მშობლის მხრიდანაც არ იქნა მუდმივი მზაობა და კონტაქტი პედაგოგთან.


თავი II
ლიტერატურის მიმოხილვა
            როდესაც მშობელი ჩართულია შვილის განათლების პროცესში, მოსწავლეს აქვს უფრო მაღალი აკადემიური მოსწრება,გამოცდებისა და ტესტების უკეთესი შედეგები. ამავე დროს უმჯობესდება დასწრების მაჩვენებელი. მოსწავლეს უვითარდება სოციალური უნარები და მისი ქცევა პოზიტიური ხდება როგორც სახლში, ასევე სკოლაში. ეს არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ მოსწავლეზე როგორც სკოლაში სწავლის პერიოდში, ასევე მომავალი პროფესიული საქმიანობის პროცესში. მაგრამ როგორ შეუძლიათ მშობლებს ეფექტიანად ჩაერთონ სასკოლო ცხოვრებაში და როგორ შეუძლია სკოლას მათი მხარდაჭერა?      

2.1 რას ნიშნავს მშობელთა ჩართულობა
მოსწავლეები მცირე ასაკში ძირითადად ორი წყაროდან იღებენ განათლებას: მშობლოსგან და მასწავლებლისგან. შემდეგ ეს წყაროები რა თქმა უნდა, უფრო მრავალფეროვნდება: საზოგადოება, მეგობრები, უნივერსიტეტი და სხვ. შესაბამისად ადრეულ ასაკში უველაზე დიდ გავლენას მოსწავლის განვითარებაზე ოჯახი და სკოლა ახდენს. ძალიან მნიშვნელოვანია ორივე რგოლის ჩართვა მოსწავლის განვითარებაში, თანაც ისე, რომ ორივე აცნობიერებდეს ამ მნიშვნელობას და თავის როლს. მშობელთა ჩართულობა შეიძლება გულისხმობდეს: 1. ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში და 2.ხელშეწყობას მოსწავლეთათვის სასკოლო დავალებების შესასრულებლად და სასწავლო გეგმით გათვალისწინებული აქტივობებით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად. მშობელთა ჩართულობის საკითხი საქართველოში ნაკლებად არის გამოკვლეული და შესაბამისად, რთულია ვისაუბროთ მიზეზშედეგობრივ კავშირებზე სანდო ინფორმაციაზე დაყრდნობის გარეშე. ამ  მოსაზრებებსა და რეკომენდაციებს,საერთაშორისო პრაქტიკები და კვლევები უდევს საფუძვლად.

2.2 რატომ არის მნიშვნელოვანი მშობელთა ჩართულობა?
კვლევების მიხედვით, ბავშვის ადრეულ ასაკში მშობელთა ჩართულობა მნიშვნელოვნად უკავშირდება მოსწავლის კოგნიტურ-ემოციურ განვითარებას. ის თუ რას აკეთებენ მშობლები, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, თუ რა განათლება და გამოცდილება აქვთ მათ. მაგალითად, მშობელთა მიერ სახლში განხორციელებული აქტივობები ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მათი შემოსავალი, პროფესია და განათლება.
         სამიდან შვიდ წლამდე ბავშვის მშობლის ჩართულობის მიმართულებით კვლევებში რამდენიმე აქტივობის მნიშვნელობა გამოიყოფა: -ციფრებით და ასოებით თამაში, ანბანთან დაკავშირებული თამაშები, ბავშვთან ერთად კითხვა,სიმღერებისა და რიტმის სწავლება, ხატვა, ძერწვა და სხვა; ბიბლიოთეკებში სტუმრობა.
         კვლევების თანახმად, ხშირ შემთხვევაში, ზემოთხსენებული სტრატეგიები გოგონების მიმართ უფრო გამოიყენება, ვიდრე ბიჭების მიმართ. სქესობრივ განსხვავებას მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს და  განმავითარებელი სტრატეგიები ორივე  სქესის ბავშვების მიმართ უნდა გამოიყენებოდეს. ასეთი მიდგომის შედეგი შესაძლოა თვალსაჩინო მოგვიანებით გახდეს და მოსწავლე გოგონები უფრო მეტად კოგნიტურად განვითარებულები აღმოჩნდნენ, ვიდრე ბიჭები.

2.3 მშობელთა ჩართულობა სასკოლო ასაკის მოსწავლეების განვითარების პროცესში.
კვლევები ადასტურებს მშობელთა ჩართულობის დიდ მნიშვნელობას მოზარდობის და მოზრდილობის პერიოდშიც. კვლევამ, რომელიც აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში ჩატარდა, აჩვენა, რომ მშობელთა ჩართულობა დიდ ზეგავლენას ახდენს მოსწავლის განვითარების პროცესზე ოჯახის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის მიუხედავად.
მშობელთა ქცევა მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდა სკოლის ყველა საფეხურზე, სკოლაში შესვლისას კი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდა მოსწავლის კოგნიტური მზაობა სკოლისათვის.
მშობელთა ჩართულობის ზეგავლენა ზრდასრულობის ასაკში-მოსწავლეების მიღწევების შესახებ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 7 წლის ბავშვის განვითარების პროცესში დედის და მამის ჩართულობა მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს მოგვიანებით, 20 წლის ახალგაზრდის წარმატებაზე. მშობელთა ჩართულობაში ამჯერად იგულისხმება ბავშვთან ერთად გატარებული დრო, მშობლების დაინტერესება ბავშვის განათლებით და შვილთან ერთად კითხვა.

2.4  მშობლების ჩართულობა სასკოლო დავალებების მომზადებისას.
არ არსებობს ცალსახა პასუხი კითხვაზე, დავალებების შესრულებისას მშობელთა ჩართულობა უკავშირდება თუ არა მოგვიანებით მოსწავლეთა უკეთეს მიღწევებს. კვლევაში გამოიყოფა მშობელთა დახმარების ფორმების განსხვავებული ეფექტიც. მაგალითად, აშს-ში ჩატარებული კვლევის თანახმად, მშობელთა არაპირდაპირ დახმარებას (დამოუკიდებლად სწავლების უნარის გამომუშავება) უფრო მაღალი ეფექტი ჰქონდა გამოცდებზე, ვიდრე მშობლის მიერ პირდაპირ დახმარებას. საერთაშორისო კვლევები ადასტურებს,რომ სასწავლო გარემოს შესაძლოა დიდი გავლენა ჰქონდეს მოსწავლის მიღწევებზე. მშობლის არაპირდაპირი ჩართულობით შესაძლოა მოსწავლეს შეექმნას შესაფერისი სასწავლო გარემო,რაც, საბოლოო ჯამში, მის მიღწევებს გააუმჯობესებს. რაც შეეხება მოსწავლის წიგნიერებაში მიღწევებს, აღნიშნულმა კვლევამ სამი ძირითადი ფაქტორი გამოყო:
7 წლამდე ასაკის ბავშვთან ერთად კითხვა;
ანბანის და ციფრების თამაშები;
ბიბლიოთეკაში სტუმრობა.

2.5 ოჯახურად სწავლების ეფექტები
ოჯახურად სწავლება გულისხმობს მშობლისა და ბავშვის ერთობლივ სწავლებას, პროგრამებს, თამაშებს, სადაც ბავშვი მშობელთან მონაწილეობს. ეს შესაძლოა იყოს სესიები, რომლებიც მიმართულია სხვადასხვა უნარის განვითარებისაკენ, მათ შორის კითხვის უნარების გაუმჯობესებისაკენ.
კვლევამ, რომელიც ზომავდა ამ ტიპის სესიების ეფექტს, დაადგინა,რომ მოსწავლეთა კითხვის და ანგარიშის მასწავლებლებს გაუადვილდათ კლასის მართვა, მშობლები უფრო ჩართულები გახდნენ მოსწავლეთა კითხვის და ანგარიშის უნარები ამაღლდა, მასწავლებლებს გაუადვილდათ კლასის მართვა, მშობლები უფრო ჩართულები გახდნენ მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებაში და უკეთ უწყობდნენ ხელს თავიანთ შვილებს აკადემიურ პროცესში.
მშობელთა მოლოდინების ზეგავლენა მოსწავლის მიღწევებზე
მრავალი კვლევა ადასტურებს იმ პოზიტიურ ეფექტს,რომელიც აქვთ მშობელთა მოლოდინებს მოსწავლის მიმართ და თავად მოსწავლის მოლოდინს. თუმცა კავშირი მშობლის მოლოდინებსა და მოსწავლის მიღწევებს შორის დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე:
·         კვლევები აკავშირებს მშობლის განათლებას შვილის მიმართ მოლოდინებთან. რაც უფრო მაღალია მშობლის განათლების დონე, მით უფრო მაღალი მოლოდინები აქვს მას შვილის მიმართ. თუმცა შესაძლოა მაღალი განათლების მქონე მშობლებს ყველა პირობის შექმნის საფუძველზე ჰქონდეთ მაღალი მოლოდინები.
·         ხშირ შემთხვევაში მშობელთა წარმოდგენები შვილის უნარ-ჩვევების შესახებ ქმნის მათ მოლოდინებს მიღწევებთან დაკავშირებით.
·         მშობლები, რომლებიც მაღალი შეხედულების არიან შვილის მიღწევებზე, უფრო აქტიურად არიან ჩართულნი შვილის განათლების მიღების პროცესში.

რამდენიმე კვლევაზე დაყრდნობით შესაძლებელია ასეთი დასკვნების გაკეთება:
ü  შესაძლოა მშობლებს შვილის ადრეულ ასაკში მაღალი მოლოდინები ჰქონდეთ მიღწევებთან დაკავშირებით, მაგრამ მოლოდინებმა სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორის გამო დაიკლოს.
ü  მიუხედავად იმისა, რომ მოლოდინებს დიდი მნიშვნელობა აქვს სამომავლო მიღწევებისათვის, ისინი შესაძლოა უფრო მნიშვნელოვანი იყოს იმ მოსწავლეთათვის, რომლებიც შეძლებულ სოციალურ კლასს მიეკუთვნებიან.
ü  მოლოდინების ეფექტი დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფში შესაძლოა სხვადასხვაგვარი იყოს. მაგალითად,მიუხედავად მშობლების მაღალი მოლოდინებისა, მოსწავლეებს შეიძლება ნაკლები პროგრესი ჰქონდეთ იმის გამო, რომ დაბალი ხარისხის განათლებას იღებენ, ან ზოგადად, ნაკლებად ხელშემწყობი გარემო ჰქონდეთ მაღალი ხარისხის განათლების მისაღებად.
ü  მოსწავლის მიღწევების გაუმჯობესებაზე პასუხისმგებლობა არ შეიძლება მხოლოდ სკოლას ეკისრებოდეს. მნიშვნელოვანია სასკოლო ასაკის დადგომამდე მშობელთა აქტიური ჩართულობა,მაღალი მოლოდინების ქონა შვილის მოსალოდნელი მიღწევებისადმი და ჩართულობის სწორი ფორმების შერჩევა.
ü  მიუხედავად იმისა, რომ თავად მშობლები აცნობიერებენ მათი ჩართულობისადმი დიდ მნიშვნელობას, სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის გამო რთული ხდება იმ სტრატეგიების დანერგვა,რომლებიც უზრუნველყოფს მათ ჩართულობას სწორი ფორმით.

2.6 მშობელთა ჩართულობის მრივ არსებული მდგომარეობა საქართველოში
საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriEd) ნიერ 2012 წელს საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მონაწილეობით ჩატარდა კვლევა, რომლის მიზანი იყო სასკოლო-საგანმანათლებლო პროცესში ჩართული პირების (დირექტორის, მასწავლებლის, მშობლის) აზრის გამოკითხვა მშობელთა ჩართულობის მოდელის შესახებ და საქართველოში არსებული სიტუაციის შესწავლა მშობელთა ჩართულობის მოდელის რეალობაზე მოსარგებად. აღნიშნულმა კვლევამ დაადასტურა სკოლების ხელშეწყობის აუცილებლობა მშობელთა ჩართულობის მიმართულებით.
                                 
2.7 რა არის მშობელთა წარმატებული ჩართულობა?
მშობელთა წარმატებული ჩართულობა  შეიძლება განისაზღვროს, როგორც მშობლის აქტიური, რეგულარული მონაწილეობა შვილის განათლებაში. ჩართულობის გამოვლენა შინაც არის შესაძლებელი, როდესაც მშობელი შვილებთან ერთად კითხულობს, საშინაო დავალების მომზადებაში ეხმარება და სკოლაში მიმდინარე მოვლენებს განიხილავს. ზოგ სკოლაში მშობელს შეუძლია, ნებაყოფლობით მონაწილეობა მიიღოს კლასის საქმეებში. ასეთი სკოლები მშობლებთან რეგულარულად ურთიერთობენ და სასწავლო პროცესში რთავენ მათ.
2.8 რა  არის  მშობელთა  წარმატებული  ჩართულობის  ბარიერი?
ხშირ შემთხვევაში შემთხვევაში სკოლები მშობლებს არ რთავენ თავიანთ საქმიანობაში, რადგან ჰგონიათ, რომ ისინი თავს ვერ გაართმევენ. „ეს უფრო წინასწარი მცდარი აზრია. მასწავლებლებს მიაჩნიათ, რომ ოჯახებს არ უნდათ მონაწილეობის მიღება, როცა სინამდვილეში ოჯახებმა არც იციან როგორ მიიღონ მონაწილეობა“, განაცხადა კარენ სალინასმა (სკოლის, ოჯახისა და საზოგადოებასთან პარტნიორობის ცენტრის კომუნიკაციების დირექტორი, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი, სკოლაში მშობელთა ჩართულობის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მხარდამჭერი). თავის მხრივ, მშობლები ზოგჯერ თავს იკავებენ სკოლაში მიმდინარე პროცესებში ჩართვისაგან, რადგან მათ ცოტა თავისუფალი დრო აქვთ, ან იმიტომ, რომ ისინი კარგად არ ლაპარაკობენ ქართულად. ასევე, ერთ-ერთი დიდი პრობლემა სკოლასა და ოჯახებს შორის კომუნიკაციის ნაკლებობაა;                 მშობლები თვლიან,რომ მათ სკოლაში სიხარულით არ ელიან. ეს ნაწილობრივ შედეგია მიღებული, ხშირად უარყოფითი, გამოცდილებისა, რაც აფიქრებინებთ, რომ მშობლის ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში დადებით შედეგს არ მოიტანს.
კომუნიკაციის სფეროსი არსებული ბარიერების მიუხედავად, როგორც სკოლებს, ასევე მშობლებს სურთ, რომ ურთიერთობები უფრო ინტენსიური გახდეს, თუკი ეს მოსწავლეებისთვის სასარგებლო იქნება. Public Agenda-ს-კვლევითი და ანალიტიკური ორგანიზაციის მიერ 2003 წელს ჩატარებული 25-ზე მეტი საზოგადოებრივი აზრის კვლევის ანალიზმა აჩვენა, რომ პედაგოგების 65 პროცენტის აზრით, მათი მოსწავლეებისთვის უკეთესი იქნებოდა, თუ მათი მშობლები უფრო მეტად იქნებოდნენ ჩართული, ხოლო 72 პროცენტს მიაჩნია, რომ ბავშვები, რომელთა მშობლები არ მონაწილეობენ სკოლაში მიმდინარე პროცესებში, ზოგადადაც არ იღებენ მშობლებისგან იმდენ ყურადღებას, რამდენიც სასურველი იქნებოდა. (Johnson& Duffett, 2003). სკოლები, რომლებიც წარმატებულები არიან მშობლების ჩართულობაში, არ მოქმედებენ მხოლოდ ჩართულობის მარტივი განსაზღვრების ჩარჩოებში. ისინი არ შემოიფარგლებიან მხოლოდ კრებებზე დამსწრე ან ღონისძიებებში საკუთარი სურვილით ჩართული მშობლების დათვლით; არ არიან ზედმეტად ფოკუსირებული ისეთ მოთხოვნებზე, როგორიცაა, მშობლის ხელმოწერა მოსწავლის საშინაო დავალებაზე. მათ სჯერათ, რომ მოსწავლის წარმატებას სკოლისა და ოჯახის საერთო ინტერესია, სწავლის პროცესში მშობელს პარტნიორად მიიჩნევენ, შემდეგ კი ამ პარტნიორობის გაძლიერების კონკრეტულ გზებს განსაზღვრავენ.
ამ ლიტერატურის წაკითხვის შემდეგ დავრწმუნდი, რომ მშობელთა ჩართულობა აუცილებელია მოსწავლის უკეთესი მიღწევებისათვის, თვითშეფასების ამაღლებისა და საკუთარი შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენისათვის. ასევე კლასში ჯანსაღი ატმოსფეროს შექმნისათვის. საჭიროდ მივიჩნიე მშობელთა უფრო მეტად დაახლოება სკოლასთან, მისი შვილის წარმატებებისა თუ წარუმატებლობის შედეგების დანახვება და გადაჭრის გზების ძიებაში ჩართვა. მშობლის კულტურის ჩამოყალიბებაში მონაწილეობის მიღება. რადგან ამ კლასს უნდა ვასწავლო  4 წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანია ღია და ნდობაზე აგებული ურთიერთობების დამკვიდრება.
                                
                                 თავი III
                                          მეთოდოლოგია
3.1 კვლევის პროცესის დოკუმენტირება-კვლევის ინსტრუმენტები, ინტერვენციები.
კვლევის ჩატარების იდეა გავაცანი მშობლებს, განვუმარტე რას მოიცავდა საკვლევის საკითხი და რამდენად მზად იყვნენ წმოსულიყვნენ ჩემთან თანამშრომლობაზე. ამით ერთგვარი დაკვირვება მოვახდინე და გარკვეული მესიჯი გავაგზავნე მშობელთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად.  კვლევა დავიწყე ოქტომბრის თვეში.
         3.2 მონაცემთა შეგროვება
კვლევის მონაცემთა შესაგროვებლად გამოვიყენე ნახევრადსტრუქტუირებული ჩაღრმავებული ინტერვიუ, ანუ ინტერვიუს ისეთი ფორმა, სადაც განსაზღვრულია ინტერვიუს თემა და რამდენიმე კითხვა. ეს ინტერვიუ შესაძლებლობას იძლევა ცვალო წინასწარ ფორმულირებული კითხვების თანმიმდევრობა და თუნდაც შინაარსი, დაამატო ამხსნელ-დამაკონკრეტებელი კითხვები, გაძლევს ლავირების საშუალებას და ასევე არავერბალური, ჟესტიკულაციის გამოხატვის დახმარებით მიიღო მეტი ინფორმაცია კვლევის საგანთან დაკავშირებით. 
რადგან სასწავლო წლის დაწყებიდან გარკვეული დრო იყო გასული, იმის დასადგენად, თუ რა განაპირობებს სკოლასთან შეგუების პრობლემას ცალკე მოსწავლესა და ცალკე მშობელს შორის , გარკვეული კითხვები წინასწარ მქონდა მომზადებული. ხოლო დანარჩენი კითხვები დავუსვი საუბრიდან გამოკვეთილი საკითხების ირგვლივ. ურთიერთობებიდან და სასკოლო მუშაობის მრავალწლიანი პრაქტიკიდან  გამომდინარე, ისედაც ვხვდებოდი, რომ მშობელთა სხვადასხვა კატეგორია არსებობს:
 1. პასიური მშობლები, ისეთები, რომლებიც უსიტყვოდ იღებენ შენს დავალებებს და ნაკლებად ერევიან გადაწყვეტილებების მიღებაში;
2.ოპოზიციონერი მშობლები,რომლებიც ყველაფერზე საკუთარ აზრს გამოხატავენ და ამით ცდილობენ თავის დამკვიდრებას, თან გაფხიზლებენ, რომ არ მოდუნდე;
3.აქტიური მშობელი, რომელიც მუდამ მზადაა გვერდში დაგიდგეს, ითანამშრომლოსდა აიღოს პასუხისმგებლობა შენთან ერთად.  
ამიტომ ყველა მათგანთან შესაბამისი ურთიერთობებისა და დამოკიდებულებების ფორმების შერჩევა  მჭირდებოდა.
რადგან ბავშვის პრობლემა იგივე მშობლის პრობლემაა და პირიქით, პირველ რიგში უნდა გამომეკვეთა ის საკითხები, რაც მათი აზრით, მნიშვნელოვანი იქნებოდა, რომ მე მცოდნოდა.
კითხვარმა პილოტირება გაიარა ინდივიდუალურად, თაბახის ფურცლებზე ამობეჭდილის სახით. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო ყველა მშობელმა. დავადგინე რომ კითხვარი კარგად იყო სტრუქტუირებული, რადგან  არცერთს არ გასჩენია დამატებითი კითხვები.(დანართი1)
სტრუქტუირებული, რადგან  არცერთს არ გასჩენია დამატებითი კითხვები.(დანართი1)




ასეთი სახით ჩატარებული გამოკითხვა დაგვეხმარა დროის მენეჯმენტის მართვაში, რადგან საკვლევი კითხვები მცირე მოცულობის იყო და დიდ დროს არ მოითხოვდა მისი შევსება.

   3.3 შერჩევის ინსტრუმენტები და სტრატეგია
მოსწავლეებთან კვლევის ინსტრუმენტად გამოვიყენე ანკეტირება. მონაწილეობას იღებდა ყველა მოსწავლე. რადგან პირველკლასელებს ამ ეტაპისათვი წერისა და კითხვის უნარები ჯერ კიდევ არ ჰქონდათ ჩამოყალიბებული, ამიტომ მათთვის პირობით ნიშნად შემოვიტანე: დიახ-გაღიმებული კაცუნა   -   უნდა შემოეხაზათ,  არა-უნდა გადაეხაზათ. მხოლოდ დათუნა ვერ შეასრულებდა აღნიშნულ დავალებას დამოუკიდებლად, რადგან ის ვერ იგებდა გრძელ ინსტრუქციებს და არც წვრილი მოტორიკა  ჰქონდა განვითარებული სათანადო დონეზე. ამიტომ მისთვის სპეციალური კითხვარი შევადგინე, რომელსაც მიმიკის გამოხატვის საშუალებით ერთობლივად  შევავსებდით.
კითხვარის შედგენისას დახურული კითხვების მიზანს წარმოადგენდა მოსწავლეებისაგან მიმეღო კონკრეტული ინფორმაცია გარკვეულ საკითხებზე.
                                  კითხვარი მოსწავლეებისათვის
კითხვარის მიზანი: კითხვარი ჩატარდა პედაგოგის მიერ მოსწავლეებისათვის, რათა უფრო კარგად გამეგო მათი ინტერესების სფერო, დამედგინა რამდენად გამოხატავდნენ მზაობას სკოლისადმი, როგორ მოსწონდათ სასკოლო გარემო.( დანართი 2)
დათუნას პასუხები: 1.დიახ, 2.არა, 3.დიახ.(პასუხს გამოხატავს თავის დაქნევით)

  3.4 დაკვირვება
დაკვირვება-თუ როგორ მიმდინარეობს მშობელთა ადაპტირება სასკოლო  გარემოსთან
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის პროცესში ერთ-ერთ ინსტრუმენტად გამოვიყენე სტრუქტუირებული, არაჩართული დაკვირვება. მშობელთა გარკვეული ნაწილი ადვილად ჩაერთო სასკოლო ცხოვრებაში, რადგან ბევრი მათგანს საბავშვო ბაღის ერთ ჯგუფში ჰყავდათ შვილები და არ გასჭირვებიათ ერთმანეთთან კომუნიკაცია. მაგრამ იყვნენ ისეთებიც, ვისთვისაც ნაკლებსაინტერესო იყო სხვა მშობლების ინტერესები და მხოლოდ პედაგოგთან ურთიერთობით შემოიფარგლებოდნენ. ასევე გავლენას ახდენდა გარემოებაზე ის სიტუაციაც, რომ ბავშვები შეგუების პროცესში იყვნენ ერთმანეთთან და ზოგჯერ უბრალო კინკლაობით დაწყებული კამათი ლამის სერიოზულ ჩხუბში გადაიზარდა, რამაც მშობელთა  ჩარევა გამოიწვია. დაკვირვებას ვახდენდი მშობელთა კრებებზე, მოსწავლეთა სკოლაში მოსვლისა თუ გაცილების დროს, თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ შვილებთან, რას მოითხოვდნენ მათგან, რის უფლებებს აძლევდნენ და რას უკრძალავდნენ. პარალელურად ვაწარმოებდი შესაბამის ჩანაწერებს. ვთვლიდი, რომ ეს დაკირვება გამომადგებოდა  ინტერვენციების პროცესში აქტივობების დაგეგმვისათვის.
თავი IV
კვლევის შედეგები
4.1გამოკითხვის შედეგების ანალიზი:
ნახევრადსტრუქტუირებული ინტერვიუს, ანკეტირებისა და არაჩართული დაკვირვების შედეგად მოვახდინე პრობლემების იდენტიფიცირება. გამოიკვეთა მშობელთა გარკვეული ჯგუფები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი შვილი ჰყავდა მას ხასიათიდან და უნარ-ჩვევებიდან გამომდინარე. 1. მშობლები, რომელთაც შიში აქვთ იმისა, რომ შვილი არ დაეჩაგროთ და მუდმივ მათ დაცვაში არიან. 2.მშობლები, რომლებიც შვილებს აქეზებენ და უბიძგებენ ბულინგისაკენ,  თუ საფრთხე დაემუქრა. 3.მშობლები, რომლებიც მუდმივად ადანაშაულებენ შვილებს სიცელქიდან გამომდინარე; 4. მშობლები, რომლებიც მშვიდად არიან და კონფლიქტისას გადაწყვეტილების მიღებას თავიანთ შვილებს ანდობენ.
კვლევის ანალიზის შედეგად გავაკეთე დასკვნა, რომ აღნიშნულ ჯგუფებთან ინტერვენცია განმეხორციელებინა არაფორმალური განათლების გზით, კერძოდ გაკვეთილების შემდეგ სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვასა და მათში მშობელთა თამამონაწილეობით, სასკოლო ცხოვრების ინტერესები გათვალისწინებით.
აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებაში დამეხმარა მშობელთა მხრიდან ღიაობა და ჩართულობა პრობლემის მოგვარებაში.

თავი V

                                                       ინტერვენციის აღწერა და მისი შედეგები
            5.1 ინტერვენციის აღწერა
სხვადასხვა ტიპის მშობლებისათვის და საერთოდ მშობელთა ჯგუფისათვის ინტერვენციები განვახორციელე იმ სახით, რომ მათთვის მისაღებ გარემოში მოეხდინათ საკუთარი თავის რეალიზება, კარდგად გაეცნოთ ერთმანეთის შესაძლებლობები, გაეაზრებინათ შვილის საჭიროებები და პრაგმატულად მიდგომოდნენ პრობლემის გადაჭრის საკითხს. ამისათვის-
Ø  ვმართავდი ინდივიდუალურ საუბრებს იმ მშობლებისათვის, სადაც პრობლემა იჩენდა თავს და რეკომენდაციების საშუალებით მივდიოდით სასურველ შედეგამდე. განვიხილავდით თომას გორდონის წიგნიდან-„როგორ გავხდე კარგი მშობელი“, სხვადასხვა საკითხებს.
Ø  შევქმენით  facebook-ზე  დახურული ჯგუფი მშობლებისათვის, სადაც ინფორმაციის გაზიარება ხდებოდა სიახლეებთან დაკავშირებით, ასევე ვდებდი ლინკებსა და ვიდეოებს სხვადასხვა საიტებიდან, ბავშვის აღზრდა -განვითარებასა და ასაკობრივი თავისებურებებზე.
Ø  ოქტომბრის ბოლოს დავათვალიერეთ თბილისის დედაენისა და ბოტანიკური ბაღები, მშობლებისაგან და ბავშვებისაგან  შექმნილმა ჯგუფებმა გამხმარი ფოთლებისა და ბუნებრივი მასალებისაგან შექმნეს აპლიკაციები, რომლებშიც საოცარი კრეატიულობა  გამოვლინდა მშობელთა მხრიდან. ტაშით დავაჯილდოეთ გამარჯვებული ჯგუფი.
Ø  ნოემბრის თვეში მონაწილეობა მივიღეთ სკოლის მიერ გამოცხადებულ კონკურსში „ჩემი შემოდგომის კუთხე“, სადაც მშობლებმა საოცარი ნაკეთობები შექმნეს თემასთან დაკავშირებით. მოხატეს გოგრები ქალისა და კაცის სახეებით, გააკეთეს აპლიკაციები, მოაწყვეს სოფლის ეზოს იმიტაცია.
Ø  დეკემბრის თვეში მოვაწყვეთ ექსკურსია თბილისის კინოს, თეატრისა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში. მშობლებთან ერთად დავათვალიერეთ ექსპონატები. ბავშვებმა მონაწილეობა მიიღეს შემეცნებით გაკვეთილში საახალწლო ტრედიციების შესახებ და თავიანთი ხელით დაამზადეს საახალწლო სათამაშოები.
Ø ახალი წლის ღონისძიებასთან დაკავშირებით,  გადავწყვიტე მომეწყო კონკურსი მშობელთა ჩართულობით. შევადგინე ჯგუფები ისე, რომ ერთად მომეხვედრებინა ის მშობლები, რომლებიც ნაკლებად ახლოს იყვნენ ერთმანეთთან. წინასწარ გავაცანი პროგრამა რომელიც შედგებოდა შემდეგი დავალებებისაგან:
·         რომელ ქვეყანაზეა საუბარი?
·         ლექსის დასრულება;
·         საახალწლო აქსესუარის შექმნა;
·         ვინ უფრო სწრაფად გამოთვლის;
·         ვინ დახატავს ნიმუშის მიხედვით;
·         ყველაზე გონიერი;
·         კარაოკე
მშობლებმა უკეთ გაიცნეს ერთმანეთი, აღიარეს ურთიერთშესაძლებლობები. ჩამოყალიბდა დადებითი დამოკიდებულებები.
Ø  მოვაწყვე ღია კარის დღე მშობელთათვის, რათა ენახათ რა ხდება სხვადასხვა საგნის საგაკვეთილო პროცესზე, როგორია მისი შვილი გაკვეთილზე, დაკვირვებოდნენ, თუ რა წარმოდგენები ჰქონდათ სწავლებასთან დაკავშირებით და რას შეცვლიდნენ ამის შემდეგ.
Ø  მშობლებთან ერთად დავესწარით ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში სპექტაკლს „მაკნატუნა“, რომლის მიზანი იყო სილამაზის შეგრძნების აღქმა და მისი როლისმნიშვნელობა ადამიანის ცხოვრებაზე.
Ø  სკოლის ბიბლიოთეკაში შევხვდით პარალელური კლასის მშობელს, მწერალ ოთარ ჯირკვალიშვილს, რომელმაც ბავშვებს ესაუბრა მათთვის საინტერესო საკითხებზე.
Ø დედის დღესთან დაკავშირებით ისევ, ახლა უკვე მშობელთა თხოვნით ჩავატარეთ კონკურსი.  ის მშობლები დავაჯგუფე, რომლებიც წინა კონკურსში ერთად არ იყვნენ. წინასწარ მივეცი საკონკურსო საკითხები. შევთანხმდით მოსამზადებელ დროზე.
1.      ყველაზე ლამაზი ბარათი
2.      ლექსში სიტყვების ჩასმა (ბავშვი)
3.      ყველაზე ლამაზი ვარცხნილობა (ბავშვისთვის)
4.      მათემატიკური რებუსი (ბავშვი)
5.      ყველაზე გემრიელი სალათი რეკლამით (დედა)
6.      ფრაზის ლექსად ქცევა (დედები)
7.      ცელოფნის პარკებით სამოსის შექმნა
8.      პოდიუმი ბავშვებისთვის
9.      კ ა რ ა ო კ ე მშობლებისა და შვილების მონაწილეობით
ღონისძიებამ დიდი კმაყოფილება გამოიწვია მშობელთა შორის. ხელი შეუწყო მათ დაახლოებას და ერთ გუნდად ქცევას.
Ø  მშობლებმა მონაწილეობა მიიღეს სკოლის მიერ გამოცხადებულ სპორტულ შეჯიბრში-მხიარული სტარტები. ასევე სისტემატიურად მონაწილეობდნენ დირექციის მიერ მოწყობილ საინფორმაციო შეხვედრებში, სადაც ეცნობოდნენ სკოლაში მიმდინარე პროცესებს.
Ø  იმისათვის, რომ მამები იშვიათად ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში, არადა დიდესი მნიშვნელობა აქ ბავშვისთვის მის ავტორიტეტს, გადავწყვიტე მომეწყო კლასში მამის დღე. წინასწარ, სურვილის მიხედვით, ვუთანხმდებოდი რომელიმე ბავშვის მამას კლასთან შესახვედრად, მოსწავლეები წინასწარ ამზადებდნენ მშობლისთვის დასასმელ კითხვებს. ასე მოვაწყვეთ შეხვედრა იოანეს მამასთან, ბატონ დავითთან, რომელიც პატარებს ესაუბრა პიროვნულ ღირებულებებზე და მარიამის მამასთან, ბატონ გიორგისთან, რომლის საუბრის თემა იყო უსაფრთხოების წესების დაცვა. ეს შეხვედრები მნიშვნელოვანი იყო იმითაც, რომ ჯერ ერთი სასარგებლო ინფორმაცია მიიღეს ბავშვებმა, რასაც ცხოვრებაი გამოიყენებენ და აგრეთვე სხვა თვალით შეხედეს მამისა და შვილის ურთიერთობებს.
Ø  ჩემს შეთავაზებაზე, ერთობლივად დაგვეგეგმა გაკვეთილი და მშობელი არმოჩენილიყო პედაგოგის როლში, გამომეხმაურა ნენეს დედა,ელენე. მან ძალიან კარგად მოირგო პედაგოგის როლი, მრავალფეროვანი აქტივობებით დააინტერესა მოსწავლეები და ნენეც კმაყოფილი და ამაყი გახადა. ასევე, მარის დედამ, იამ, სურვილი გამოთქვა ჩაეტარებინა ხელოვნების გაკვეთილი.მან უამრავი სიურპრიზი შესთავაზა გაკვეთილზე მოსწავლეებს, მოიტანა მრავალფეროვანი მასალა და ააწყობინა აპლიკაციები. მთელი კლასი ხალისით იყო ჩართული სამუშაო პროცესში.
Ø  უკვე მშობლებისგანაც  წამოვიდა ინიციატივები. მოსწავლეებში კითხვის უნარის გაუმჯობესებისა და და გააზრების დონის ამაღლებისათვის მშობლებმა გამოთქვეს სურვილი, საკლასო ოთახის გარეთ, ბუნებაში მოგვეწყო ტექსტების კითხვა და განხილვა. რომლის განხორციელებაც მოვახერხეთ ნანუკას დედის, სოფოსა და მარის დედის, იას დახმარებით.
Ø  უკვე წლებია ვახორციელებ სამტრედიის პირველ სკოლასთან ერთად პროექტს „აირჩიე მეგობარი“. წელსაც გამოითქვა მშობელთა მხრიდან პროექტში ჩართვის სურვილი. სკაიპის საშუალებით გაიცვნენ მოსწავლეებმა ერთმანეთი, გამართეს მიმოწერა, წლის ბოლოს კი დავგეგმეთ ერთობლივი ექსკურსია. მაისის ბოლოს გვესტუმრნენ სამტრედიელი მოსწავლეები მშობლებთან ერთად, დავათვალიერეთ ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი საგურამოში, ბოლოს კი გავმართეთ მეგობრული სადილი. ეს შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ ორი სკოლის მშობლების დაახლოებაც მოხდა, გაუზიარეს ერთმანეთს შეხედულებები, დაგეგმეს სამომავლო აქტივობები.
Ø  წლის ბოლოს ინდივიდუალურად მოხდა მშობლებისათვის მოსწავლეთა შედეგების გაცნობა, თითოეულს გადაეგზავნა რეკომენდაციები. მშობლებმაც სწორად მიიღეს ბავშვის წარმატების შესახებ ინფორმაცია და მზაობა გამოხატეს თანამშრომლობაზე.



5.2 ინტერვენციის შედეგები
დაგეგმილი ინტერვენციები დაეხმარა მშობლებს ხალისითა და ძალდატანების გარეშე ჩართულიყვნენ სასკოლო ცხოვრებაში. უკეთ გაეცნოთ ერთმანეთი. ეღიარებინათ ურთიერთშესაძლებლობები. შეეცვალათ მიდგომები როგორც საკუთარი შვილის, ასევე მათი მეგობრების მიმართ. უფრო ღრმად გაცნობოდნენ ბავშვის ასაკობრივ თავისებურებებს. გაეაზრებინათ, რამდენად მნიშვნელოვანია სწავლისადმი ერთნაირი მიდგომა როგორც კლასში, ასევე სახლში. რა როლს თამაშობს ბავშვის აღზრდაში  აქტიური მოსმენა.
გატარებული ინტერვენციების საფუძველზე ვიმედოვნებ, მომდევნო წელს უფრო აქტიურად იქნებიან ჩართული მშობლები სასკოლო ცხოვრებაში და ეს მოსწავლეთა წარმატებებზეც აისახება.


თავი VI
მიგნებები, რეკომენდაციები და კვლევის ნაკლოვანებები
6.1 მიგნებები
სხვადასხვა ინტერვენციების ჩატარების შედეგად შემდეგი საკითხები გამოიკვეთა:
მშობელთა ჩართვა სასკოლო ცხოვრებაში, არმოჩნდა ბარიერის გადალახვის გზა მშობელსა და სკოლას შორის. ღიაობამ, პრობლემის იდენტიფიცირებამ გარკვეული როლი ითამაშა გაუცხოების მოსახსნელად. თვალნათლივ დავინახე ის, რომ მთავარია მშობლის ნდობა მოიპოვო შემდგომი კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად. თუ მშობელი არ უფრთხის სკოლასთან ურთიერთობას, მას არ ეუხეშებიან და ცდილობენ პრობლემების მოგვარებაში დაეხმარონ, მაშინ ის მაზადაა მიიღოს და გაითვალისწინოს ყველა რეკომენდაცია.
ჩემი ფიქრი იმის შესახებ, რომ ზოგჯერ ქცევითი პრობლემების ბავშვის მშობლებთან ვერ ვაღწევდი სასურველ შედეგს, რაგდგან მშობელი მაინც სჯიდა შვილს ფიზიკურად, დადასტურდა. ამის შემდეგ შევცვალე ბავშვთან მუშაობის ტაქტიკა და როცა რამეს აშავებდა, გაკვეთილის დასაწყისში მოსწავლეებს ვთხოვდი, გაეხსენებინათ თუ რა გააკეთა მან კარგი, რით დაეხმარა სხვებს, რა გამოსდიოდა სხვებისაგან უკკეთესად. ამის შემდეგ ცელქი მოსწავლე ცდილობდა თავი გამოეჩინა კარგი საქციელით. დედაც კმაყოფილი იყო და უკვე შვილის შექებაზე გადავიდა.
აღნიშნულ მიგნებას სიამოვნებით გავუზიარებ ჩემს კოლეგა პედაგოგებს.



6.2 რეკომენდაციები
პედაგოგიური კვლევის შედეგებმა საშუალება მომცა, გავცე შემდეგი რეკომენდაციები:
1.      მშობლებთან ურთიერთობების დასაწყისში მათავარია მათი ნდობის მოპოვება;
2.      სწავლის ხარისხის ასამაღლებლად საჭიროა მშობლისა და პედაგოგის შეთანხმებული მუშაობა;
3.      კლასის წარმატებისათვის აუცილებელია მშობლის აღიარება, ღიაობა და პრობლემების იდენტიფიცირება;
4.      მშობლის, როგორც ადამიანური რესურსის გამოყენება შეამცირებს სკოლის ბიუჯეტის ხარჯებს, მშობელს კი მიეცემა თვითრეალიზების საშუალება;
5.      მშობელი, რომელიც აქტიურადაა ჩართული სასკოლო ცხოვრებაში, ზრდის სკოლის ცნობადობას და იმიჯს უქმნის მას.



   6.3 კრიტიკა
გარედან მაყურებელმა ადამიანმა პედაგოგიური კვლევის სუსტ მხარედ შეიძლება ჩათვალოს ის, რომ რამდენი ადამიანიცაა, იმდენი შეხედულებაა, და როგორ შეიძლება ყველას გაუჩნდეს მოტივაცია აქტიურად ითანამშრომლონ, გამოხატონ პოზიციები, მონაწილეობა მიიღონ რესურსების შექმნაში. სკოლაში ისედაც დადიან მშობლები მოსწავლის შედეგების გასაცნობად. შეიძლება გაჩნდეს კითხვა, იყო კი ეს კვლევა ღირებული?
აღნიშნულ კითხვასთან დაკავშირებით მაქვს მკვეთრი არგუმენტი. მართალია, მშობლებს, განსაკუთრებით დაწყებით კლასებში, სისტემატიური კავშირი აქვთ პედაგოგთან, მაგრამ მათი სკოლასთან კავშირი ძირითადად მშობელთა კრებაზე სიარულით შემოიფარგლება. მაღალ კლასებში კი კრებაზეც კი არ მოდის მშობელთა უმრსვლესობა. ამიტომ სკოლაში მოსვლის პირველი დღიდანვე უნდა გავუჩინოთ მათ მოტივაცია იმისა, რომ სკოლა ის ადგილია, სადაც მისი შვილისა და მისი მომავალი იჭედება და სასკოლო ცხოვრებაში თანამონაწილეობა მისთვის უპირველესი მოვალეობაა.


დასკვნა
პეგდაგოგიური კვლევა განხორციელდა სსიპ გოგიტა კიკნაძის სახელობი ქალაქ თბილისის  N182 საჯარო სკოლაში. კვლევის მიზანი იყო მშობელთა სასკოლო ცნობიერების დონის ამაღლება.კვლევა სხვადასხვა მეოდებით ჩატარდა, რომელშიც ჩართული იყო მთელი კლასის მშობლები და მოსწავლეები. ჩატარებულმა ღონისძიებებმა დადებითი შედეგი გამოიღო პრობლემის აღმოსაფხვრელად. მშობლები აქტიურად ჩაერთვნენ სასკოლო ცხოვრებაში, უფრო მეტად გაიაზრეს მოსწავლის საჭიროებები, თანამშრომლობითი ურთიერთობის საფუძველზე მოხდა პრობლემების იდენტიფიცირება და გადაჭრის გზების ძიება. ისინი გახდნენ სხვადასხვა აქტივობების განხორციელების ინიციატორები.
კვლევის განმავლობაში მიღებული შედეგების გათვალისწინებით შევიმუშავე რეკომენდაციები მშობლებისათვის.
აღნიშნულ პედაგოგიური პრაქტიკის კვლევას წარვუდგენ სკოლის ადმინისტრაციას, დაწყებითი კლასების კათედრას და კვლევის შედეგებით დაინტერესებულ პედაგოგთა ჯგუფს.
ვიმედოვნებ, რომ პედაგოგიური პრაქტიკის კვლლევა მნიშვნელოვნად გაზრდის მშობელთა პასუხისმგებლობას სკოლის მიმართ, აქედან გამომდინარე სწავლა-სწავლების ხარისხს და წაადგება როგორც ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკას, ასევე ჩემი კოლეგების გამოცდილებას.